ძველმა “გირჩმა” ახალი „გირჩი“ დააარსა

  •  

„გირჩელები“ საბოლოოდ დანაწევრდნენ. „გირჩის“ დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია  „გირჩი – მეტი თავისუფლება” დააფუძნა. მან პარტიის ყრილობაც მოიწვია და პარტიის თავმჯდომარეც გახდა.

„დღეს არის ყრილობა, ახალი პარტია ფუძნდება, რომლის სახელიც „გირჩი” იქნება, ოღონდ სრული სახელი იქნება განსხვავებული წინა „გირჩისგან”. წინა „გირჩის” სახელია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, ამას ერქმევა „გირჩი – მეტი თავისუფლება”. დღევანდელ ყრილობაზე ფორმალური ნაწილი გვაქვს გასასვლელი იმისათვის, რომ რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფურცელი, რომელიც შემდეგ საჭიროა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პროცედურების ნაწილია თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის არჩევა, რასაც კანონი გვავალდებულებს. ეს არჩევნები, რეალურად ჩატარებული გვაქვს ონლაინ, უბრალოდ დღეს ფორმალურად გავაფორმებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.~

ჯაფარიძის განმარტებით, ძველ და ახალ „გირჩს“ შორის განსხვავება რადიკალური იქნება.  

„მინდა ახალი „გირჩი” იყოს უფრო გახსნილი, ღია პლატფორმა ხალხისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქ ხედავთ და ჩემი თავი, როგორც „გირჩის” ბრენდი, ისევე როგორც „გირჩის” ტელევიზია ახალგაზრდებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება არის დამოკიდებული იმაზე, რომ ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები