„როცა წინამძღვარი მეჩეთში ხარ და მრევლი გყავს, ის უპატრონოდ არ უნდა მიატოვო“ – საქართველოს მუფტი

სასულიერო პირებმა, შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ისარგებლებენ. აღნიშნული ინიციატივა, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროეტის სახით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

ინიციატივის მიხედვით, ის საკანონმდებლო ნორმა უნდა გაუქმდეს, რომლის მიხედვითაც, პირები, ვინც მღვდელმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობდნენ. ამ ცვლილებებით პირებს, რომლებიც უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაზე სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით, ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ. აღნიშნული კორექტივები მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება.

„მედიაცენტრი მთავარში“ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა. როგორც მუფტმა გვითხრა, ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს და სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლებელი უნდა იყოს.

„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადებით ბევრი წინამძღვარი სარგებლობს. სხვანაირად შეუძლებელია. როცა წინამძღვარი ხარ, სასულიერი პირს წარმოადგენ და ხარ მეჩეთში, მრევლი უპატრონოდ არ უნდა მიატოვო. ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს. ვთხოვთ სახელმწიფოს, გაინთვალისწინოს არსებული რეალობა და სასულიერო პირი ჯარისგან გაათავისუფლოს“, – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მუფტმა.

მსგავსი თემები