„როგორც კი საზოგადოებამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი, მაშინვე უსისხლოდ გადავიდნენ ოპოზიციაში“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, არც ყოფილი ხელისუფლება იყო მზად პოზიციები დაეთმო და წასულიყო, თუმცა, ქართული საზოგადოების ნებამ მათ ეს უსისხლოდ გააკეთებინა. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ასე მოხდება დღესაც.  

„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  ორგანიზებულია არა ძალაუფლების, არა ფულის, არა ხელისუფლებაში ყოფნის ირგვლივ, არამედ,  კონკრეტული იდეოლოგიის ირგვლივ. „ქართულ ოცნებას“ ნაკლები რესურსი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, ოპოზიციაში გადასვლა მათ მისცემს ახალ გამოცდილებას.  ქართველმა ამომრჩეველმა ამ ფანდზე უკვე უარი თქვა. არ მიჰყვება ამომრჩეველი ამ იდეოლოგიურ პარანოიას, რომ  ჩვენ ვიცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით. ქართველო ამომრჩეველი ირჩევს რაღაც ახალს და ეს ახალი იქნება მრავალპარტიული პარლამენტი“ – აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე შეფასებით, არც ყოფილი ხელისუფლება ყოფილა მზად, ოპოზიციაში გადასულიყო .

„ეს არის ცვლილება, რომელიც ქართველმა ხალხმა პოლიტიკოსებს შეუკვეთა. ყოფილი ხელისუფლება იყო მზად წასულიყო ხელისუფლებიდან უსისხლოდ? მაშინ, როგორც კი გამოვლინდა ქართული საზოგადოების ნება, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მარტივად წავიდნენ ოპოზიციაში“ – ამბობს მარგველაშვილი.    

მსგავსი თემები