“საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან” – იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია.

„ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის ღირებული პარტნიორები არიან. მათთან თანამშრომლობა ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში. ამავე დროს ნატო-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზრდილია. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან დისკუსიის გამართვა და მათი მოსმენა ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

მსგავსი თემები