“ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ“ – ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე ჰოსპიტლიზაცია საჭირო არ არის და საწოლები იმას უნდა დავუტოვოთ, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება.
„ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ – “დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება”. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში”, – აღნიშნა რატიანმა.