სირიაში „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა, ბჟანია მადლობას იხდის

  •  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კმაყოფილია და მადლობას იხდის. ასლან ბჟანია აფხაზეთსა და სირიას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე საუბრობს და აცხადებს რომ „საელჩოს“ გახსნა ამ თანამშრომლობის სიმბოლოა.

„სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და თანამშრომლობის  მნიშვნელოვანი მოვლენაა.  ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, – აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის “პრეზიდენტმა” სირიასთან ხელშეკრულებებიც გააფორმა, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დასაქმებას ეხება.

მსგავსი თემები