აქცია ბათუმში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები მსვლელობას აწყობენ

მომიტინგეები აცხადებენ, მათი მთვარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას და სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს.

ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან.

“აქციის მონაწილეები სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები ვართ. ჩვენ პანდემიის გამო, დავზარალდით, არ გვაქვს შემოსავალი, თუმცა ბანკში სესხებზე პროცენტები ყოველდღიურად იზრდება. ვერ ვახარეხებ სესხების დაფარვას. ვთხოვთ მთავრობას, ის რეგულაცია მიიღოს, რომ საქმიანობის გაგრძელება შევძლოთ, ან ბანკებთან მიმართებაში სახელმწიფომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. აქციას არ შევწყვეტთ, რადგან შემოსავალი არ გვაქვს”, – აცხადებენ შეკრებილები.

მსგავსი თემები