„ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია“ – თენგიზ ცერცვაძე გადადგომა-არგადადგომასთან დაკავშირებით   

  •  

თენგიზ ცერცვაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამის შესახებ გულში ფიქრობდა, თუმცა, ხმამაღლა არ განუცხადებია.

„მე არც ერთხელ განმიცხადებია, რომ ვაპირებდი გადადგომას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, თუმცა, მე ეს არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი რა სჯობდა, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა თუ გადავმდგარიყავი. ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ისეთი მომენტი, როდესაც ჩათვალოს, რომ ხომ არ სჯობს გადადგეს. მიზეზებზე რომ მდომოდა საუბარი, ვისაუბრებდი. ფაქტია, რომ არსად განმიცხადებია, რომ გადავდექი. შესაბამისად, ვრჩები. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ მქონია. ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია და არც მას უსაუბრია,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები