“ზოგიერთ ქვეყანაში იმაზე რთული ეპიდსიტუაციაა ვიდრე მარტში, პანდემიის პიკის დროს იყო” – ევროკავშირი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ევროკავშირის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში იმაზე რთული სიტუაციაა, ვიდრე მარტში – პანდემიის პიკის დროს იყო.

ბოლო 24 საათში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ინფიცირების ანტირკორდი დაფიქსირდა. მონაცემების მატების გამო შეზღუდვების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა პორტუგალიის მთავრობამ. ესპანეთის ხელისუფლება კი მადრიდში დამატებითი შეზღუდვების დაანონსებას გეგმავს.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 149, თურქეთში 74 სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები