„კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე პაციენტების სია 30-მდე არის გაზრდილ” – მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტების ძირითადი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე პაციენტების სია 30-მდე არის გაზრდილი. მაგრამ ყველ მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. 24 საათის განმავლობაში პროგრესირება არ შეინიშნება მათთან და იმედია, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია ყველა რეგიონში კონტროლირებადია და სპეციალისტები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდ სამუშაოს ატარებენ და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა.

„კვლავ ჩატარდა გორში 5 სექტემბერს 100-კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების. მოსახლეობას კვლავ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ. თუ არა და ასეთი შედეგი დადგება მრავალი, რომელიც უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები