„სარაგბო კლუბ – ბათუმის გოგონათა გუნდი“ გამარჯვებულია 

  •  

„სარაგბო კლუბ – ბათუმის გოგონათა გუნდმა“, ქვიშის რაგბის საერთაშრისო ტურნირზე, ორ სადებიუტო შეხვედრაში  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გუნდი, სადაც  11 მორაგბე ირიცხება,  შემოდგომაზე ტურნირებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.

როგორც  გუნდის მთავარი მწვრთნელი რომან შავაძის „მთავართან“ საუბრისას აცხადებს,  გუნდში საკმაოდ მაღალი მოტივაციაა და გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სექტემბრიდან  სხვადასხვა სახის ტურნირებში ჩაერთვება.

სადებიუტო შეხვედრების შემდეგ, ირლანდიელი უმაღლესი ლიგის მორაგბე  გუნდის სამომავლო პერსპექტივებით  დაინტერესდა და საბაზისო რეკომენდაციებიც  გასცა.

მსგავსი თემები