„ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს” – მამუკა მდინარაძე

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში“
– განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბრიტანული კომპანიის გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი.

„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს  იყოს ცდომილების ფარგლებში“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში. 
„დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში,  ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა  ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად  დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ  კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები