“კოვიდ ვირუსიდან” გამომდინარე, არჩევნებზე დამკვირვებლებს სპეციალური წესების დაცვით შემოუშვებენ

„ჩვენ ვემზადებით არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად – საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას აქ შეასრულებს. მინიმალური იქნება ის რისკები, რაც შეიძლება არჩევნებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით იყოს“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების ჩართულობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მათ ქვეყანაში შემოსვლა „კოვიდ 19“-ის პანდემიის მართვის სპეციალური მოდულის დაცვით მოუწევთ.

„შექმნილია კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც, სპეციალური უსაფრთხოების ზომების მეშვეობით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრები, დამკვირვებლები და დიპლომატები ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ. მათ ექნებათ შეუფერხებლად დაკვირვების შესაძლებლობა წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“ –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი თემები