აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს გამოუვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 49,959 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 671 ადამიანი. ვირუსისგან 41,279 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი თემები