„კოვიდ 19“ იყო ტესტი და საქართველომ ეს ტესტი ჩააბარა“ – არჩილ თალაკვაძე

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა.

„კოვიდ 19 იყო ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის და საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია, დაამტკიცა, რომ არაერთ ქვეყანაზე უკეთ შეძლო ამ საფრთხეების მართვა და მისი გავრცელების შეკავება. ამის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები, დგას ჩვენი საზოგადოება და თანამოქალაქეები და დგას ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევასრულეთ“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სწორედ გატარებულმა რეფორმებმა შეგვაძლებინა ვირუსის შეკავება.  

„საქართველოსთვის კრიტიკული იყო უწყვეტი მომარაგების საკითხი კოვიდ ინფექციის დროს. როდესაც მთელ რიგ ქვეყნებს ჰქონდათ ხორბლით მომარაგების პრობლემა, დამცავი საშუალებებით მომარაგების პრობლემა, ლოჯისტიკური პრობლემები, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურმა ბლოკმა კარგად უზრუნველყო ქვეყნის მომარაგების პროცესი. ეს მოხდა იმით, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, ჩვენმა სოფლის მეურნეობის სექტორმა, შეძლო ზუსტად ამ გამოწვევის დროს, ძალიან ეფექტური პასუხის ჩამოყალიბება.  გვაკრიტიკებდნენ და დღეს დავინახეთ, რომ ზუსტად ამ რეფორმებმა შესაძლებელი გახადა, რომ საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები