“ზაზა გახელაძის საქმეზე ამოქმედებულია სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა დიპლიმატიური ბერკეტი ამოქმედებულია.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

„ეს ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი შინ დაბრუნებაა, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, უპირველესად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები