დეპუტატ სულეიმანოვის გვარი მარნეულის მერის სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს – ადვოკატი

​მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ, დაახლოებით თვენახევრის წინათ დაკავებული, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვის გვარი, მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საქმეში არ ფიგურირებს.

“არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამგვარი პირის სახელი და გვარი არ ფიგურირებს”, – განუცხადა მეციადენტრ “მთავარს” თემურ აბაზოვის ადვოკატმა, გიგი მოსიაშვილმა. ​

როგორც მაშინ პროკურატურა ავრცელებდა ინფორმაციას, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების გამო დააკავეს ქალაქის მერი თემურ აბაზოვი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

მსგავსი თემები