რუსეთის მოქალაქეს სტეფანწმინდაში მეხი დაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვარიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს, რომელიც მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, ლაშქრობისას მეხი დაეცა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები