“არჩევნების არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას” – კახა კალაძე

სამწუხაროდ, არსებობენ ისეთ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერისადმი გარკვეული ოპოზიციური პარტიის პოზიცია შეაფასა.

მისივე თქმით, ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, მას შესაბამისი შეფასებაც მოჰყვება.

„მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებაში შესწორება აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას, რასაც მე მივესალმები. პირველი მოსმენით მიიღეს, რისთვისაც უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე მოსმენითაც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

მას ასევე კითხვით მიმართეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებაზე, რომ კენჭისყრაში მათი არმონაწილეობის შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება. კალაძემ განაცხადა, რომ „არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.

„არჩევნების არანაირი ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლების მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდის. ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასებაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები