საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან

საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმები საპარლამენტო პლურალიზმს უზრუნველყოფს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას პოზიტიურ სიგნალად აფასებენ ესტონელი პოლიტიკოსებიც.

“მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების მონაწილე ყველა პარტიას, გამოიყენონ ეს პოზიტიური იმპულსი, რადგან ეს საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზებაში დაეხმარება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების დემოკრატიული ნების სათანადოდ გამოხატვას უზრუნველყოფს.”-, ნათქვამია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში.

მხარეებს კონსესუსისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრიც

“ოპოზიცია, კვლავ ითხოვს რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას, რის გარეშეც ისინი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციის ორი წევრი შეიწყალეს, მესამე კი ისევ პატიმრობაშია. ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემაზე, ისევე, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევის საკითხების გადაჭრაზე.”,- წერს ენდრიუ როსინდელი საავტორო სტატიაში.

მსგავსი თემები