გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარს სამხარაულის ბიუროში გვიან ღამემდე ექსპერტიზა უტარდებოდა, რის შემდეგაც სახლში გადაასვენეს.

სპეციალისტები ჯერ – ჯერობით არ აკონკრეტებენ ეტყობა თუ არა ცხედარს ძალადობის ნიშნები.

ოჯახის გადაწყვეტილებით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვნენ, როს შემდეგაც დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გახდება საჭირო.

გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ გამოირიცხება მუხლის გადაკვალიფიცირება.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ცხედარს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს, საბოლოო პასუხის გასაგებად.

“როგორც ექსპერტმა თქვა, დამატებითი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ვერსიები მას შემდეგ გაკეთდება რაც იქნება საბოლოო დასკვნა,”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

მომხდართან დაკავშირებით ძირითადი მოწმე გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილია, რომელმაც აგარაკზე მომხდარი ინციდენტის შემდგომ მომხდარ დეტალებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ახალგაზრდების ჯგუფებს შორის 19 ივნისის ღამით მცხეთაში მოხდა. მას შემდეგ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შაქარაშვილის ცხედარს მდინარე არაგვში მიაკვლიეს.

მსგავსი თემები