“პიკი იქნება ორ კვირაში, ერთი თვის შემდეგ დაიწყება დაღმავალი ტალღა” – თენგიზ ცერცვაძე

“მე მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ერთი თის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა.

„მასმედია მუშაობს შესანიშნავად. მე არ მომბეზრდება, რომ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, აქ ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად მედიის და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მედიის დამსახურება იქნება. პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ ვერავის, თქვას როდის იქნება, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ამის ზუსტად გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში. იმ პირობით, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცავთ რეკომენდაციები, შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები თუნდაც იმ დონეზე, როგორც დღეს ვიცავთ. ეს არ არის იდეალური, მაგრამ მაინც. ეს პიკი იქნება მართლაც ორ კვირაში და ერთი თვის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები