“კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი რჩება, რადგან გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არის მოზარდი” – ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. მიისვე ინფორმაციით, ახალი პაციენტის ე. წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, covid19-ისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი მოზარდია.

„დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი კოვიდდიაგნოზით, 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემა, არის შუახნის ქალბატონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალბატონი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი კონტაქტები შესწავლილია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე გვყავს ისევ 24 პაციეტი, საიდანაც კიდევ ერთი გამოჯანმრთელება დადასტურდა და ისიც გაეწერება.

კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი რჩება, რადგან გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არის მოზარდი. არასრულწლოვნებს შორის 4 პაციენტი საყურადღებო რჩება,“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 14 პაციენტს ჩაუტარდება.

მსგავსი თემები