გაერო ჯანმო-ს დაფინანსების შეჩერების წინააღმდეგია – გუტერეში ტრამპის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის ბრალდებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინააღდეგ, გაეროს გენერალური მდივანი ეხმიანება და ამბობს, რომ ჯანმო პანდემიის წინა ხაზზეა და ახლა დაფინანსების შეწყვეტა არ შეიძლება.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „კოვიდ 19“ მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა და ჯანმო ყველაფერს აკეთებს პანდემიის შესაჩერებლად.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან მას COVID-19-ის დამარცხების გლობალურ მცდელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის პანდემიის წინა ხაზზეა და ყველაფერს აკეთებს პანდემიის შესაჩერებლად“- ასე გამოეხმაურა გაეროს გენ, მდივანი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა ჯანმო პანდემიისას დაშვებულ შეცდომებსა და პანდემიის არასწორ მართვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი სწორი მოქმედების შემთხვევაში, ამდენი მსხვერპლი არ იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს რიგით მეცხრე, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 1 იანვარს შეუდგა.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%93-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/

მსგავსი თემები