დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადამიანების სიკვდილში ადანაშაულებს და დაფინანსებას უჩერებს – სკანდალური გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანასება შეწყვიტოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი ჯანმოს საქმიანობაში ეჭვის შეტანა გახდა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჯერ შესასწავლია ჯანმო-ს რეალური როლი პანდემიისას.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა შეუჩერდეს დაფინანსება, სანამ არ იქნება შესწავლილი მისი როლს პანდემიის არასწორად მართვასა და “კორონავირუსის” გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში…​ჯანმო-მ პასუხი უნდა აგოს… მსოფლიოს ქვეყნებმა გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები და მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია… ჯანმო-მ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა… მათ შეცდომებს კი ამდენი ადამიანის სიკვდილი მოყვა“ – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა და ჯანმოს დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე ინფორმაციით, ამერიკელი გადამხდელები, საკუთარი ჯიბიდან, ამ ორგანიზაციას ყოველწლიურად 400-500 მილიონ ამერიკულ დოლარს უხდიან.

მსგავსი თემები