“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გარდაცვლილ 86 წლის პაციენტს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა” – მარინა ენდელაძე

“ჩვენ ოცი დღის განმავლობაში ვებრძოლეთ სიკვდილს და მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ასაკი, თანმხლები დაავადებები, მძიმე ინფექცია და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გარდაცვლილი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის 86 წლის გახლდათ, თანმხლები დაავადებებით. შეხვდა ეს მძიმე ინფექცია, რის ფონზეც მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. შემოსვლისას ახალი დაწყებული იყო ინფექცია და პაციენტი სტაბილურად მძიმე გახლდათ.

შემდგომ, როგორც „კოვიდ-19“-ს ახასიათებს, დინამიკაში კიდევ უფრო დამძიმდა. მაქსიმალურად გაუკეთდა ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ დღეს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ საუბრისას.

მსგავსი თემები