რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები მზადყოფნაშია – ვლადიმირ შამანოვი

რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ შამანოვი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია.
დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. გუშინ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.
„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

 

მსგავსი თემები