15 წლის გიგი ანთაძე საკუთარ ბიზნესს ამიერიდან “მზიურის” პარკში განაგრძობს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 15 წლის გიგი ანთაძეს, ვაკეში, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში ჯიხური გადასცა, სადაც ის ვაჭრობას შეძლებს და პარკის სტუმრებს ფრეშ-წვენებსა და სხვადასხვა სახის პროდუქციას  შესთავაზებს.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა.
მათივე განმარტებით, ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა გიგი ანთაძეს დახმარებოდა და მისთვის, ბიზნესის კანონის ფარგლებში გაგრძელების შესაძლებლობა შეექმნა.
„გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები