იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა დაფიქსირდა

იტალიური სააგენტოს “ანსა”-ს ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა დაფიქსირდა. 78 წლის მამაკაცი პადუიას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 შემთხვევა – ლომბარდიის რეგიონში, ორი კი მოსაზღვრე ვენეტოში გამოვლინდა. გარდაცვლილი ვენეტოში ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი იყო.

დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალი.

მსგავსი თემები