ავტომანქანების 45% გაუმართავი და სახიფათოა

ქვეყანაში რეგისტრირებული 1 300 000  ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაახლოებით 600 000-ზე მეტი ტექნიკურად გაუმართავი და სახიფათოა. ეს ის ავტომანქანებია, რომელთან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ეკუთვნით, თუმცა, არ გაუვლიათ ისე გადაადგილდებიან.

როგორც  ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, სავალდებულო ტექნიკურ  ინსპექტირებაზე მხოლოდ  რეგისტრირებული ავტომანქანების დაახლოებით 57% ცხადდება.

„ციფრებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: რეგისტრირებული 1 300 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომელსაც აქტიური სტატუსი აქვს, წლის ბოლოს, 715 000 ერთეული გადის ინსპექტირებას. ეს არის რეგისტრირებულის მხოლოდ და მხოლოდ 57%. დანარჩენი 43%, რომელიც 600 000-ია, ორი ვარიანტია – ერთი: არ მოძრაობს, რაც ნაკლებ სავარაუდოა და მეორე- მოძრაობს, თუმცა, არ ხდება ადმინისტრირება და ჩვეულებრივ მოძრაობენ გზებზე. 57%-დან ხარვეზდება 30%, რაც დაახლოებით არის 200 000. ინსპექტირება სავალდებულოა, მაგრამ არ მიდიან“ – აღნიშნა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები