საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ 3 ახალი წევრი ჰყავს.
მინისტრთა კაბინეტის ხელმეორედ დამტკიცებამდე, რომელიც 3 კვირაში მოხდება, სამინისტროებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეთაურობით უხელმძღვანელებენ:
გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი; თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი; კახა კახიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; გიორგი ჩერქეზიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ნიკოლოზ გაგუა – ფინანსთა მინისტრი; დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი და ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.