იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ექიმის ინფორმაცით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დახმარება გავუწიოთ და ამისთვის მზად ვართ. ადგილების რაოდენობა საკმარისი გვაქვს“,- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.

მსგავსი თემები