„ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს“ – გია ჟორჟოლიანი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ არსებული კრიზისის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.

როგორ დეპუტატმა  „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნები ჩანიშნულ დროს უნდა გაიმართოს, თუმცა, მანამდე, კონსენსუსის მისაღწევაად, ყოველგვარი რესურსი უნდა გამოიყენონ:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ დროს, რა დროსაც ის არის ჩანიშნული. მანამდე, სრულად უნდა იქნას გამოყენებული ყველა რესურსი, რომ მიღწეული იქნას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, ამ ეტაპზე, მეტნაკლებად კონსესულური და მისაღები სისტემა. ეს ის სისტემაა, რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია, ე.წ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.   

მსგავსი თემები