გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსით, საქართველო 70-ე ადგილზეა

189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, ჰუმანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო 70-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემები 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR), შევიდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში გამოქვეყნდა.

წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსსა (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

უთანასწორობის გათვალისწინებით, დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.

მსგავსი თემები