„მინისტერიალი და ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოვიყენოთ დეოკუპაციისთვის” – ალი ბაბაევი

“მაშინ, როცა მსოფლიო მიმართულია მშვიდობისკენ  ჩვენ, ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოვიყენოთ დეოკუპაციისთვის. ლავროვის ჩამოსვლას “საქართველო აზერბაიჯანელებისთვის” ცივილურად გააპროტესტებს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“  თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.

ალი ბაბაევი თვლის, რომ რუსეთის დელეგაციას საქართველო ცივილური პროტესტით უნდა შეხვდეს.

“საქართველო აზერბაიჯანელებისთვის” გააპროტესტებს ლავროვის ჩამოსვლას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს შეიძლება გამოვხატოთ პლაკატებით და არა კვერცხების სროლით. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, საჭიროა პირდაპირი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. მინისტერიალზე რუსეთის გარდა, მსოფლიოს ქვეყნები იქნებიან, სწორედ ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ რუსეთზე ზეწოლისთვის“ – განაცხადა ალი ბაბაევმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ალი ბაბაევი თვლის, რომ ოკუპაციის გაპროტესტება მსოფლიოსთვის გასაგებ ენაზე უნდა ხდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალი გაიმართება საქართველოში. ევროსაბჭოს ყველა ქვეყნის მინისტრი და მათ შორის რუსული დელეგაციის წარმოამდგენლობას თბილისი უმასპინძლებს.


მსგავსი თემები