ნასვამი მამაკაცი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

კინოთეტრ „ამირანთან“ მცირე დაპირისპირება უკვე მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ტერიტორიაზე გამოჩნდა და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდა, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,  იგინებოდა, უცენზურო სიტყვებს გამოთქვამდა და ფილმის შემქმნელებს საკმაოდ ბილწი სიყვებით მიმართავდა.

სამართალდამცველებმა ამ მამაკაცს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს და განმარტეს, რომ ის არ დაუუკავებიათ.  

მსგავსი თემები