“არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც” – ცოტნე გამსახურდია მეუფე იაკობზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან ბოდბელი ეპისკოპოსის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გამსახურდია ფიქრობს, რომ არსებობს მეუფე იაკობის ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან მან ბევრი იცის.

“იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. სწორედ ამაზე ვწერდი ამას წინათ, გამოფხიზლდება და გააჩუმებენ-მეთქი. იქ ყველაზე აქვთ კომპრომატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუფთა კაცს ზემოთ უბრალოდ არ აუშვებენ. ამას სულაც არ ვწერ სიხარულით ან ნიშნისმოგებით, უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რა სიბინძურეშია ჩაფლული ინსტიტუცია, რომელიც ერში ყოველმხრივ სამაგალითო უნდა იყოს… ვფიქრობ, არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან ემოციურად გაუწონასწორებელი და ძნელად სამართავი ტიპაჟია, რომელმაც ბევრი იცის”, – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია. 

ცნობისთვის, მეუფე იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.   

აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. 

მსგავსი თემები