“ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა” – მარშანია პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე

  •  

“ადამიანი, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს,
ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა”, – ასე გამოეხმაურა “პატრიორტთა ალიანსის” წევრი, ადა მარშანია პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

“ადამიანი, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ასეთი ადამიანი ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს, თან ვისგან? თავად მოღალატეებისგან. ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა. მაგრამ რადგან ის არის პარლამენტის წევრი, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და უნდა მოითმინოს. მგონი სიტყვიერი პასუხი საკმარისი იყო. ჩემი გადასახედიდან ასე ვფიქრობ, ბატონი ემზარისთვის რთულია“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, დეპუტატ ემზარ კვიციანს პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები