ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

  •  
  •  
  •  
  •  

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან – ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება. 

მათივე ცნობით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17/08/2019 თბილისი – Black Sea Arena – ბათუმი – Black Sea Arena – თბილისი #884/883; გასვლა, თბილისი – 12:40; ჩასვლა, Black Sea Arena -17:25; ჩასვლა, ბათუმი – 18:23 გამოსვლა, ბათუმი – 23:50 ჩამოსვლა, Black Sea Arena – 00:38;  ჩამოსვლა, თბილისი – 05:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი – ბათუმსა და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი – თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ვებ გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც.

მსგავსი თემები