წყნეთი-სამადლოს გზა გადაიკეტება

წყნეთი – სამადლოს დამაკავშირებელ გზა, 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცეტნრ მთავარს” განუცხადეს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

“ აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.  გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს უნდა ჩატარდეს დამატებითი – პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი,”-განაცხადეს მერიაში.


მსგავსი თემები