ბათუმის სასპორტო სკოლამ მძლეოსნობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა სკოლის შიდა პირველობა მძლეოსნობაში,რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და სახეობაში ორი დღის განმავლობაში ბათუმის ბულვარში მიმდინარეობდა.საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :

რბენა 60 მეტრზე
2005–2006წწ დაბადებულ გოგონათა შორის პირველი საპრიზო ადგილი ლინდა ბაჯელიძემ მოიპოვა,მეორე საპრიზო ადგილი ვანდა კაკაბაძეს ერგო,ხოლო მესამე საპრიზო ადგილს ელენე ფროლოვა დასჯერდა.


2007წ დაბადებულ ვაჟთა შორის ოქროს მედალი დიმიტრი ქათამაძემ მოიპოვა,ვერცხლის მედალი გიორგი ზოიძემ დაისაკუთრა,ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ბაჩუკი აბაშიძეს ერგო.


2008წ დაბადებულ ვაჟთა შორის პირველ საპრიზო ადგილზე იბრაგიმ ბიაჩუევი გავიდა,ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დათო ქამადაძემ და საბა ბაჯელიძემ გაინაწილა.

რბენა 200 მეტრზე
ვაჟებში,ახალგაზრდებს შორის ოქროს მედლის მფლობელი გიგა ბუტივჩენკო გახდა,ვერცხლის მედალი მამუკა ზაქარაძეს,ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა ძირკვაძეს ერგო.

სიგრძეზე ხტომა
ვაჟებში,ჭაბუკთა შორის: პირველი საპრიზო ადგილი – მათე მეჯიდოვი,მეორე საპრიზო ადგილი – ბექა ხიმშიაშვილი,მესამე საპრიზო ადგილი – იბრაგიმ იაჩიევი. 
ვაჟებში,ახალგაზრდებს შორის: პირველი საპრიზო ადგილი – ლუკა ჯაიანი,მეორე საპრიზო ადგილი – მარად მარკოიძე,მესამე საპრიზო ადგილი – ტარიელ ჩიქოვანი. 
გოგონებში,ახალგაზრდებს შორის: პირველი საპრიზო ადგილი – მირანდა გაბაიძე,მეორე საპრიზო ადგილი – ლუიზა შენგელია,მესამე საპრიზო ადგილი – ლინდა ბაჯელიძე.

ბირთვის კვრა
ვაჟებში,ახალგაზრდებს შორის: პირველი საპრიზო ადგილი – სულიკო აბაშიძე, მეორე საპრიზო ადგილი – მარად მარკოიძე,მესამე საპრიზო ადგილი – ტარიელ ჩიქოვანი.

მსგავსი თემები