სიამოვნება, თავი, რქები და ხორცი – ამ მიზეზებით ადამიანებმა წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები გაანადგურეს

თითქმის გადაშენებული კავკასიური ირმების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი მათი ხელოვნური შეჯვარებაა. ბრაკონიერების სიამოვნებისთვის, კავკასიიდან არა მხოლოდ ირემი არამედ ჯიხვი, ლემური და სხვა მტაცებელი ფრინველებიც ქრებიან.

80-იანი წლები მათი ხოცვის კუთხით კატასროფულიაღმოჩნდა. სიამვნება, ცხოველის თავი, რქები და ხორცი – სულ ესაა, რის გამოც იშვიათი კავკასიური სახეობები გადაშემდნენ.

რა იშვიათი სახეობის  ცხოველები და ფრინველები გაანაგდურეს ადამიანებმა; არსებობს თუ არა მათი ხელოვნურად შეჯვარების შესაძლებლობა; რა ხდება თბილისის ზოოპარკში; რა ღირს სპილო, მაიმუნი თუ სხვა ცხოველები; რომელი ცხოველის ტრანსპორტირება დაჯდა  150 000 ევრო; რითი წამლავენ ზოოპარკში ცხოველებს  ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის ზოოპარკის დირექტორი, გარეულ თუ შინაუარ ცხოველებზე არანორმალურად შეყვარებული ზურაბ გურიელიძე ესაუბრა.

მედიაცენტრი მთავარი: საფრთხე, რომელიც კავკასიურ ირემთან დაკავშირებით არსებობს, საკმაოდ მასშტაბურია.  განსაკუთრებით საქართველოში,  სადაც ბრაკონიერების „დამსახურებით“ ირმები თითქმის გადაშენდნენ. რეალურად, დაგვრჩა წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა?

ზურა გურიელიძე: ირმების რაოდენობა მთლიანად კავკასიაში ძალიან შემცირებულია. სომხეთში, ის საერთოდ გაქრა, აზერბაიჯანშიც და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზეც თითქმის არ შემორჩა.  საქართველოში კი სულ რამდენიმე დარჩა ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულსა და გარდაბანში.

„მედიაცენტრი მთავარი:“  რა არის მათი განადგურების მიზეზი?

ზურაბ გურიელიძე: ამ ცხოველების გაქრობა ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო, 90-იან წლებში კი, ბრაკონიერობა და ცხოველების ხოცვა  მასობრივ კატასტროფად იქცა. თუ 1991 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში აღრიცხული იყო 1400 ირემი, 1997 წელს  80 შემორჩა. მიზეზი მარტივად შეიძლება აიხსნას – ირმებს უმოწყალოდ ხოცავდნენ.  

„მედიაცენტრი მთავარი:“  შეგვიძლია  ირმების გადაშენება და გაქრობა შევაჩეროთ? 

ზურაბ გურიელიძე:  რადგან ირმები დაშორებულები არიან ერთმანეთს,  შეხვედრას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, მათი შეჯვარება ვერ ხერხდება.  ერთადერთი გამოსავალი დამატებითი პოპულაციების შექმნაა, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება მოხდეს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ეს იმას ნიშნავს, რომ ირმების ხელოვნურ შეჯვარებას აპირებთ?

ზურაბ გურიელიძე: დიახ, ასეა. უკვე შერჩეულიც გვაქვს ადგილები, თბილისის ეროვნული პარკი, ალგეთის დაცული ტერიტორიები, სადაც ირმების შეჯვარება  ხელოვნურად უნდა მოხდეს.  ასევე, ტყეში უნდა ავუშენოთ მარტივი ტიპის ვოლიერი, რომ იქ ადაპტაცია განიცადონ და შემდეგ, კარი გავუღოთ და გავუშვათ. იგივე სიტუაციაა ნიამორზეც, რომლის განადგურების ძირითადი მიზეზი ბრაკონიერობაა.

მედიაცენტრი მთავარი:  როგოც ვიცი, შეჯვარებამდე ირმების მთელ გენიოლოგიას იკვლევთ, მართალია და რისთვის აკეთებთ ამას?

ზურაბ გურიელიძე: დიახ, ასეა. ვისაც ვაჯვარებთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნამდვილად ის ქვესახეობაა, რაც გვჭირდება. საუბარია, კავკასიურ, კეთილშობილურ ირემზე. როდესაც ჩამოგვყავს მშობელი ინდივიდები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იგივე ქვესახეობაა. ამაში როცა ვრწმუნდებით, მერე ვაჯვარებთ. აბსოლუტურად შესაძლებელია იმის დადგენა, ვინც ჩამოგვყავს, მისი წინაპარი ვინ იყო. ყველა ზოოპარკშია დაცული შესაბამისი მონაცემები  თითოეული ცხოველი რეგისტრირებულია. ყველა ზოოპარკში იციან, ვინ იყო მისი მშობელი, მისი წინაპრები, საიდან მოდიან, მთელი ინფორმაცია ამ ცხოველზე ცნობილია. თუ ნაკლოვანება არსებობს, თავს ვიკავებთ ან თუ ეჭვი გვეპარება, ვატარებთ გენეტიკურ ანალიზს.

„მედიაცენტრი მთავარი:“  რისთვის ხოცავენ ირმებს, უბრალოდ სიამოვნებისთვის?

ზურაბ გურიელიძე: მთავრი  სიამოვნებიაა. 90-იან წლებში ჩვენ ნანახი გვაქვს ჯიხვების სასაკლაო. დაახლოებით ათეული ჯიხვი იყო დახოცილი და წაღებული იყო მხოლოდ რქები. ჯიხვის შემთხევაში ინტერესი რქებია, ირმის შემთხვევაში კი თავი, რქები და ხორციც. 

„მედიაცენტრი მთავარი:“ ირმების გარდა, კიდევ რომელიც ცხოველებია გადაშენების პირას?

ზურაბ გურიელიძე:  მთლიანად გაქრა ლეოპარდი, თუმცა, მიზეზი მარტო ბრაკონიერობა არ არის და აქ კიდე სხვა მიზეზებია.  ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ შევისწავლოთ მიზეზები.

„მედიაცენტრი მთავარი:“ გასაგებია, რომ ბრაკონიერობა იყო საქართველოში ირმის გაქრობის მიზეზი, სხვა ქვეყნებშიც იგივე მიზეზით განადგურდა?

ზურაბ გურიელიძე: სხვა ქვეყნებშიც, ძირითადი მიზეზი იყო  ბრაკონიერობა. ასევე,  გარემო პირობების და სასიცოცხლო არეალის შემცირება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან  საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების ათვისება ხდებოდა, რაც ხელს უშლის მსგავსი ცხოველების დასახლებას. 

„მედიაცენტრი მთავარი:“  რაც შეეხება გარეულ ფრინველების, ამ მხრივ   რა მდგომარეობა გვაქვს?

ზურაბ გურიელიძე: სვავი და ზოგადად, ლეშიჭამია ფრინველები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამის მიზეზი არის, ბრაკონიერობა და არასწორი დამოკიდებულება ადამიანის მხრიდან. ადამიანები თვლიან, რომ ეს ფრინველები ზიანის მომტანნი არიან და უმოწყალოდ ანადგურებენ.  სინამდვილეში, ეს ასე არ არის, მათ ძალიან დიდი როლი აქვთ ეკო სისტემაში. თუნდაც იმაში, რომ დედამიწა ნარჩენებისგან გათავისუფლდეს.  

„მედიაცენტრი მთავარი:“ ახლა ზოოპარკში რამდენი ცხოველი და ფრინველი გვყავს და მათ მოვლა-პატრონობაზე რამდენი იხარჯება?

ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკში დაახლოებით 600 ცხოველი და ფრინველი გვყავს.  მათ მოვლა-პატრონობა წელიწადში დაახლოებით მილიონ ლარამდე ჯდება.

„მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ ხშირად ამბობთ, რომ „ეს“ ცხოველი გვაჩუქეს, „ეს“ ფრინველი გამოგიგზავნეს, ტრანსპორტირების პროცესი როგორ ხდება, ან თუნდაც, ყიდვა, სად ყიდულობთ და როგორ ჩამოგყავთ, როგორც ამანათი?

ზურაბ გურიელიძე:  ირმის შეძენა,  ზოგადად, ცხოველის ყიდვა და ჩამოყვანა ძალიან რთული პროცესია. ირემი პრობლემას წარმოადგენს კავკასიისათვის, რადგან ჩვენ განსხვავებული ქვესახეობა გვაქვს. ევროპისთვის ირემი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იქ ის ძალიან დიდი რაოდენობით არის, იქ პრობლემა სწორედ ირემია, რადგანაც სხვა სახეობებს უშლის ხელს.  კავკასიურ ირემს ვერსად ნახავთ, ის  მარტო ჩვენთან არის გავრცელებული და შესაბამისად, ვერც ვერსად შევიძენთ.

მაგალითად, ერთი მარტორქის  თბილისამდე ჩამოყვანა დაახლოებით  150 ათასი ევრო ჯდება.  ევროპის ზოოპარკები ცხოველებს  გვაძლევენ უფასოდ, ტრანსპორტირების თანხას კი ჩვენ ვიხდით.  წყალდიდობის შემდგომ, არამარტო ცხოველები მოგვცეს, არამედ ტრანსპორტირების თანხაც თავად დაფარეს.  

„მედიაცენტრი მთავარი:“ მაიმუნებთან დაკავშირებით როგორია მდგომარეობა?

ზურაბ გურიელიძე: მაიმუნების ორი სახეობა  ჩამოვიყვანეთ – მაკაკები და პავიანები. ისინი მარტივად მოსავლელები არიან და არ სჭირდებათ თბილი სახლები და ასე შემდეგ. ისინი ძალიან კარგად იტანენ დაბალ ტემპერატურას და ცუდ ამინდს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ მაიმუნი რა ღირს?  

ზურაბ გურიელიძე: სახეობას გააჩნია. მაგალითად ის სახეობები, რაც ჩვენ ჩამოვიყვანეთ,  მაკაკები და პავიანები, დაახლოებით 4-5 ათასი ევრო ეღირება. მარტო მისი ჩამოყვანა დიდ თანხებზე ადის.  ტრანსპორტირებისას ითვლიან არა ინდივიდების რაოდენიბით, არამედ დაკავებული ადგილის რაოდენობით, ანუ მოცულობით.

“მედიაცენტრი მთავარი:  რომელი იყო ყველაზე დიდი მოცულობის ცხოველი   რაც ჩამოიყვანეთ?

ზურაბ გურიელიძე: ეს იყო სპილო, რომლის წონა 6 ტონაა. ის სატვირთო მანქანით ჩამოვიყვანეთ. 3 საათიანი მგზავრობის ნაცვლად 12 სააათი დაგვჭირდა. შესაბამისი სიჩქარით უნდა გვევლო, ვჩერდებოდით, ვასვენებდით.

„მედიაცენტრი მთავარი:“  ტრაგიკული ან უბედური შემთხვევები გქონიათ ტრანსპორტირებისას?

ზურაბ გურიელიძე:  ჯერჯერობით, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ლემურმა ფეხი მოიტეხა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ზოოპარკის დამთვალიერებელი ხშირად გაკრიტიკებენ იის გამო, რომ მათ არ აძლევთ შესაძლებლობას, ცხოველები საკუთარი ხელით გამოკვებონ. რა არის ამის მიზეზი, უსაფრთხოება, დაავადების გადატანა თუ რა?

ზურაბ გურიელიძე: ჩვენთან, დამთვალიერებლის მხრიდან ცხოველის გამოკვება აკრძალულია  და ამას საკმაოდ მკაცრადაც  ვაკონტროლებთ.  ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როცა ცხოველიდან ადამიანზე რაიმე დაავადება გადავიდა. თუმცა, იმ დიდ ზოოპარკებში სადაც ცხოველთა გამოკვება დასაშვები იყო, მსგავსი შემთხვევების მომხდარა. არსებობს რისკი, რომ დაავადების გადატანა ორმხრივად მოხდეს – ცხოველიდან ადამიანზე ან პირიქით – ადამიანიდან ცხოველზე.

გარდა ამ მიზეზისა,  ცხოველებს აქვთ მათი შესაბამისი რაციონი. როცა ამ  რაციონის ათვისება არ ხდება, ჩვენ ამ რაციონში შეგვაქვს გარკვეული ცვლილებები. თუ ცხოველი არ ჭამს, ესეიგი რაღაც პრობლემა არსებობს.  როდესაც გარეშე პირის ცხოველს აჭმევს, ჩვენ  ვერ ვგებულობთ რა ჭამა.  საზოგადოება არც ისე გაცნობიერებულია ცხოველებთან დაკავშირებით, რომ თითოეული ცხოველის რაციონი იცოდეს. მაგალითად პოპკორნი, რომელსაც ხშირად უყრიან ცხოველებს,  ცხოველებისთვის საწამლავია. იგივე, კამფეტები, რომელსაც ხშირად უგდებენ, ცხოველები ვერ ინელებენ და პრობლემები ექმნებათ.  ეს არის მიზეზები, რის გამოც, დამთვალიერებელს ცხოველთან კონტაქტი და მისი გამოკვება ეკრძალება.


მსგავსი თემები