თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

წინასწარი შედეგებით, თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,24% აქვს. მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45, 06%-ით.  მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით.

წინასწარი მონაცემის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი კანდიდატს 50%-ზე მეტი გადალახული არ აქვს.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.

ჩანიშვნის შემთხვევაში მეორე ტური თურქეთში 28 მაისს იქნება და ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები