იაპონია ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს – იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იაპონია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყანაში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჰაიაშიმ კონკრეტულად მოიხსენია რუსეთის შეჭრა უკრაინაში გასულ წელს, როგორც მოვლენა, რომელსაც შედეგები მოჰყვა ევროპის საზღვრებს მიღმა, რამაც აიძულა იაპონია გადაეფიქრებინა რეგიონალური უსაფრთხოება.

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ დეტალებზე საუბარი არ დასრულებულა. ამ მოლაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესიამ მსოფლიო არასტაბილური გახადა. ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები