დააკავეს კაცი, რომელმაც საკუთარი საიუველირო მაღაზიის გაქურდვა დაგეგმა

სიდნეიში დააკავეს კაცი, რომელმაც სადაზღვეო კომპანიის მოსატყუებლად, სავარაუდოდ, საკუთარი საიუველირო მაღაზიის გაქურდვა დაგეგმა – დაკავებულია ორი პირი.

სავარაუდო ყალბი ძარცვა იანვარში მოხდა. ორი პირი მაღაზიაში შეიჭრა და მაღაზიის მფლობელს, კიდევ ერთ თანამშრომელ ქალს, სეიფზე წვდომის მოთხოვნით, დანით დაემუქრა. პოლიციის ინფორმაციით, ქალმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

პოლიციის ვერსიით, 65 წლის კაცმა ინციდენტი, სადაზღვევო კომპანიის მოტყუების მიზნით მოაწყო. მას ბრალად ედება ყაჩაღობა, თაღლითობა და მოტყუება. პოლიციის ცნობით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მაღაზიის მფლობელი ამ ძარცვაში მონაწილეობდა.

მიშელ გერმანი ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდის მფლობელია.

მსგავსი თემები