ბრიტანეთი “ვაგნერს” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს – The Times

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს.   ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და  რამდენიმე კვირაში დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალი იქნება.

ადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას, რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.

მსგავსი თემები