ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს. ეროვნული ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინულ სამგზავრო ლაინერს რაკეტა არ მოხვედრია და ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ ისევ უცნობია.
კანადის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თეირანის აეროპორტიდან აფრენილი სამგზავრო ლაინერი, ირანის მხარის მიერ გასროლილი „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტით ჩამოვარდა.
ჯასტინ ტრუდოს პოზიციას იზიარებს გაერთიანებული სამეფოც.