საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში,საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
დეკანოზმა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, აღნიშნა, რომ გამოსვლისას ისაუბრებს. როგორც მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით იმყოფება.