ჯიშიანი ცხოველების ყოლაზე შესაძლოა, მოსაკრებელი დაწესდეს – როგორც წაახალისებს ცხოველთა მონიტროინგი ცხოველების მეპატრონეებს?!

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის გამკაცრებული რეგულაციების პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს. „დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ“ – აცხადებენ მონიტორინგის სამსახურში და შეახსენებენ, რა მოეთხოვებათ მეპატრონეებს.

„იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია. არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური ნომრის მინიჭებას. იდენტიფიკაციის საშუალებაა ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპის მოთავსება, რომელზეც არის დატანილი აღნიშნული ინდივიდუალური ნომერი“ – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მედიაცენტრ მთავართან.“

აღნიშნულ საკითხზე დეტალურად მედიაცენტრ მთავარში“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი 11:30 საათზე ისაუბრებს.

 

მსგავსი თემები