ვახუშტის ხიდზე 17 მარტს მოძრაობა შეიზღუდება

  •  

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს,
კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა
ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.

მსგავსი თემები